„ნეთფლიქსის“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“ ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცის გამო, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ამერიკულ კომპანიას უჩივლა. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალის ეპიზოდში შეგნებულად იცრუეს გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.
სათაურით - „ჭადრაკის პიონერი ჩივის, ამბობს, რომ ის „ლაზიერის გამბიტში“ დაამცირეს“ - ასე დაწერა ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ნონა გაფრინდაშვილსა და მის მიერ კალიფორნიის შტატში შეტანილ საჩივარზე.