17 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 329 პირი.
ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 34-მა მოქალაქემ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 608. მძიმე პაციენტია 146, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 24.
19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.