დღეს ბათუმის ''დინამო'' საკუთარ მოედანზე ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს

16 სექტემბერი 2021, 11:59 565 ნახვა

ბათუმის ''დინამო'' დღეს ეროვნული ლიგის 24-ე ტურში საკუთარ მოედანზე თბილისის ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს. 23 მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ''დინამოს'' 47 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია. თბილისელები კი 36 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

შეხვედრა ბათუმში 19:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება 24-ე ტურის სხვა შეხვედრებს:

''სამგურალი'' - ''სამტრედია'' 16:30 საათი;

''საბურთალო'' - ''თელავი'' 20:00 საათი;

''ტორპედო'' - ''შუქურა'' 21:00 საათი

თბილისის ''დინამო'' - ''დილა'' 21:00 საათი.

რეგულაციების თანახმად ეროვნული ლიგის მატჩები გულშემატკივრის გარეშე ტარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი