"მთავარი არხის" ოპერატორი "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს - მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აქვს

16 სექტემბერი 2021, 11:11 822 ნახვა

"მთავარი არხის" ოპერატორი გვიან ღამით თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანება აქვს.

ლევან აბლოთიას დამატებითი კვლევები უტარდება.

ინციდენტი გუშინ მოხდა. "მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაში.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი