საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2838 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.21%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 693.
15 სექტემბერს აიცრა 25 150 ადამიანი, 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 589 024 აცრა ჩატარდა.