,,ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელი მიუხედავად მისი თეოლოგიური განათლებისა, არ გამოირჩევა მაღალი დონით. არის ფუფუნების მოყვარული და ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.“ - ეს ყველაფერი მეუფე დიმიტრიზე წერია იმ ფაილში, რომელმაც სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონა და რომელიც მედიასაშუალებებს დაეგზავნა.
ჩვენი ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, მოგვესმინა სასულიერო პირებისგან განმარტებები, უშედეგო აღმოჩნდა.
როგორც ბათუმისა და ლაზეთის, ასევე სხალთის ეპარქიებში მღვდლები დუმილს ამჯობინებენ.