ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვაში 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით ავრცელებს, რასაც ადასტურებს იაპონიის სანაპირო დაცვაც. მათი ცნობით, გაშვებული ობიექტები, დიდი ალბათობით, ბალისტიკური რაკეტებია.
BBC-ის წერს, რომ თუ ბალისტიკური რაკეტების გაშვება ოფიციალურად დადასტურდა, მაშინ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული აქტივობის შესახებ გაეროს რეზოლუციის დარღვევა იქნება. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.