14 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 220 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 341 პირი.
ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 65-მა ადამიანმა. კლინიკაში მკურნალობს 668 მოქალაქე, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 167, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29. 1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 - თბილისში, 367 - აჭარაში.
20 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 76, ხოლო აჭარაში - 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.