მიხელ სააკაშვილის დაანონსებული ჩამოსვლა და შეფასებები. თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ექსპრეზიდენტის დაბრუნება ათასობით ადამიანის სურვილია, ზოგს კი სააკაშვილის განცხადებისა და ჩამოსვლის არ სჯერა. სწორედ მათი ნაწილი ამბობს, რომ როცა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდება მიხეილ სააკაშვილი ოდიოზური განცხადებებით გამოდის. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებენ, რადგან მის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა“ გასულ კვირას თაკო ჩარკვიანმა დააფუძნა.