ქართველი მოციგურავის წარმატება იტალიაში. ქალაქ ბერგამოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მორის ყვითელაშვილმა ახალ სეზონზე ახალი პროგრამები წარმოადგინა და 17 ქვეყნის 23 მონაწილე მამაკაცს შორის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 3 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ტურნირის ამ ნაწილში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში მესამე ადგილის მფლობელი გახდა.