 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            13 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 120 ადამიანს დაუდასტურდა.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - 263 პაციენტი, გარდაიცვალა 3.
ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 719 პაციენტი, კრიტიკულია 29 მათგანის მდგომარეობა, კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული 429, ონლაინ კლინიკიდან იმართება - 3417 პირი.
ბოლო 24 საათში საქართველოში 17 192 ტესტი ჩატარდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            