ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, უსკოს წევრები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მოადგილისა და სხვა წევრების გადამზადების საკითხში არიან ჩართულები. შეხვედრაზე ცესკოს განახლებული ადმინისტრაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.