''რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი გახსენება ყველაფერს მტკივნეულად აბრუნებს, თითქოს წამების წინ შევიტყვეთ ეს ამბავი“ - ასე იხსენებს ჯო ბაიდენი 11 სექტემბრის ტერაქტს.
აშშ-ის პრეზიდენტმა თარიღის 20 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში ამერიკელებს ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და თქვა, რომ ერთიანობა აშშ-ის უდიდეს ძალად რჩება.