თბილისში კორონავირუსით 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

10 სექტემბერი 2021, 22:25 1476 ნახვა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, სადაც 12 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ფილტვების დაზიანების გამო კი ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

10 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 54 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი