საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში - საკითხი ეკონომიკის მინისტრმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პორტუგალიაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან განიხილა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისების არსებობა და იმ ავიაკომპანიას, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს, ხელს შეუწყობენ. ქვეყნები ითანამშრომლებენ განათლების საკითხების კუთხითაც.