დანიამ ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა

10 სექტემბერი 2021, 14:58 797 ნახვა

დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა და ის პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, რომელიც პანდემიამდე ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდა. 

ხელისუფლებამ შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა და ინფიცირებისა და სიკვდილიანობის შეთხვევების შემცირების გამო გამოაცხადა, რომ კოვიდ-19 საზოგადოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

დანიაში რესტორნებში, სპორტულ დაწესებულებებსა და ღამის კლუბებში „კოვიდ საშვების“ წარდგენა სავალდებულო აღარაა, კარანტინში ყოფნა მხოლოდ დაინფიცირებულებს მოუწევთ და არა მათ კონტაქტებს, ადამიანებს სამსახურებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ.

ამასთან ქვეყანაში გაიხსნა სკოლები და ბავშვები, რომლებსაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ, იზოლაციაში აღარ გადავლენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი