10 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 211 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 385 პირი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 699. მძიმე პაციენტია 167, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 33 პირი.
1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 - თბილისში, 537 - აჭარაში.
24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 6
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 759.