საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები ცნობილია

09 სექტემბერი 2021, 13:36 1027 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. 

მათივე ცნობით, მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ ასევე იხილონ გათანაბრებული ქულები. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.

მიღებული ქულის სანახავად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, სადაც შედეგთან ერთად განთავსებულია სკანირებული ნაშრომიც.

შედეგების გაგება გამოსაცდელებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333.

2021 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი 12 800 -ზე მეტმა პირმა გამოთქვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში