ბათუმის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი "შემოდგომის სერენადას" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. აჭარის მწერალთა სახლში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილე მწერლები, პოეტები და მსმენელები შეიკრიბნენ.
წაიკითხეს ლექსები. ფესტივალი მესამე დღეა მიმდინარეობს, მან სტარტი ბათუმიდან აიღო და მაღალმთიან აჭარაში, ქედაში, გადაინაცვლა. ფესტივალის ფარგლებში მწერლები და პოეტები საჯარო და კერძო სკოლებში იმყოფებოდნენ და შეხვდნენ მოსწავლეებს.
ფესტივალის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, აჭარის რეგიონის კულტურული ცხოვრების მეტად გააქტიურება, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ავტორების ინტეგრაცია, ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ზრდის ხელშეწყობა და ავტორებისთვის თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების გაცნობაა. ფესტივალი მესამე წელია იმართება. ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტროა.