შემოსავლების სამსახური საკომუნიკაციო ცენტრის დროებით შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

27 ოქტომბერი 2025, 17:24 129 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი.

„გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.

აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 

ფოტო: არქივი.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე