საქართველოს რაგბის დიდი 10-ის გათამაშება 24 სექტემბერს დაიწყება

09 სექტემბერი 2021, 12:12 1140 ნახვა

საქართველოს რაგბის დიდი 10-ის ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება. თავდაპირველი ინფორმაცით 2021-22 წლის ჩემპიონატი 10 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ახალი სეზონის სტარტი 2 კვირით გადაიწია. მიზეზი ამჯერადაც კოვიდპანდემიაა.

11 სექტემბერს კი პირველი ლიგის გათამაშება დაიწყება. ბოლო ორი სეზონია პანდემიის პერიოდში საქართველოს რაგბის ჩემპიონატში არაერთი იძულებითი პაუზა გამოცხადდა.

გასული სეზონი ჩემპიონი 26 წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის "აია" გახდა. რიონისპირელებმა ფინალში ბათუმის სარაგბო კლუბი დაძაბულ შეხვედრაში 16-13 დაამარცხეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში