აჭარაში იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ

07 სექტემბერი 2021, 15:25 615 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცით ბინაზე 74 მოქალაქე აცრეს. იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, სერვისის ბინაზე მიღების მიზნით ცხელ ხაზზე - 1522  უნდა დარეკონ.

უწყების ცნობით, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან. 

''აჭარაში ბინაზე ვაქცინაცია დაიწყო აგვისტოს თვიდან და აქტიურად ვარ ჩართული სერვისის განხორციელებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან ძირითადად სერვისით მოსარგებლეები გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,  რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ და აუცილებელია მათი ვაქცინაცია. აღნიშნულ სერვისს მობილური ჯგუფები რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ“ - აცხადებს ექიმი, ირინა მექვაბიშვილი.

სამინსიტროს ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის  ჩატარებულია - 161 846 დოზა ვაქცინა, მათ შორის ორი დოზით აცრილია - 58 477 მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი