10 აგვისტოდან რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა, დაჯარიმდა 49 - ბექა ფერაძე

07 სექტემბერი 2021, 14:51 619 ნახვა

10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, რეგულაციების დარღვევის გამო 25 ობიექტი დაილუქა - განცხადება შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა  ბრიფინგზე გააკეთა.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საზედამხედველო უწყებების მხრიდან 1842 აქტივობა განხორციელდა, დაჯარიმდა 1 ობიექტი.

“ბოლო 24 საათში, საზედამხედველო უწყებების მხრიდან განხორციელდა 1842 აქტივობა, მათ შორის, 1571 ინსპექტირება, სადაც გაფრთხილება გაიცა. სხვა შემთხვევაში გადამოწმდა კითხვარი და ობიექტები სრული რეკომენდაციების დაცვით ფუნქციონირებდნენ, გარდა ამისა, დაჯარიმდა 1 ობიექტი.

2021 წლის 10 აგვისტოდან საანგარიშო პერიოდში, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში საზედამხედველო უწყებების მხრიდან, განხორციელდა 22 254 აქტივობა, მათ შორის, დაჯარიმდა 49 ობიექტი, აქედან 30 იყო იურიდიული და 19 ფიზიკური პირი, რეგულაციების დარღვების გამო 25 ობიექტი დაილუქა",- განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში