კოვიდ ვაქცინაცია ბინაზე

07 სექტემბერი 2021, 15:03 1072 ნახვა

პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  ბინაზე უტარდებათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისით ამ დროისთვის ბათუმში 74 პაციენტმა ისარგებლა.  სერვისის ბინაზე მიღებისათვის მოქალაქეები ცხელ ხაზს - 1522  უკავშირდებიან.

შეტყობინების შემდგომ, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან. 

დღეს ბინაზე ვაქცინაცია კიდევ ერთმა ხანდაზმულმა - 81 წლის ნელი ნაჭყებიამ ჩაიტარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი