კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს - თამარ გაბუნია

06 სექტემბერი 2021, 13:44 854 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს.

თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას და რეგულაციების უგულებელყოფას.

"ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება და ამის ალტერნატივა არ არის. მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე.

მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მცირე დარჩეს არავაქცინირებული ჯგუფი. ამასთანავე, მზაობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით, მიმდინარეობს რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა. კიდევ ერთი გადაწყვეტა ამ პრობლემების იქნება ახალი მედიკამენტური მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი