2 დაშავებული - სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა

06 სექტემბერი 2021, 10:04 776 ნახვა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. 77 წლის კოვიდინფიცირებულ პაციენტს  დამატებითი კვლევები ამ წუთებშიც უტარდება, მას გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

"300 არაგველის" მეტროსთან მომხდარი ავარიის შედეგად ასევე დაშავებულია ექთანი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. სასწრაფოს მძღოლმა კი კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.

ცნობისთვის, თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც კოვიდპაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.  სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ამოყირავდა, მას ჰონდას მარკის ჯიპი შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი