ცესკო-ს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

05 სექტემბერი 2021, 12:25 776 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.ცესკოს ცნობით, ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

ეთიკის კოდექსს ხელს ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოაწერენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი