პატრიოტთა ალიანსის საკონსტიტუციო სარჩელი

02 სექტემბერი 2021, 17:57 1189 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო. დავის საგანს საარჩევნო კოდექსის ის რეგულაცია,რომლის მიხედვითაც გასაზღვრულია ცესკოს  წევრის არჩევის წესი. მოქმედი რეგულაციის მიხედვით, თუ საარჩევნო სუბიექტს, რომელსაც კანონდებლობით მინიჭებული აქვს ცესკოს წევრის დანიშვნის უფლება და  თუ ასეთი სუბიექტის პარტიის წევრებმა 2021 წლის 19 აპრილამდე დატოვეს პოლტიკური პარტია და გახდნენ სხვა პოლოტიკური ორგანოზაციის წევრები,  ასეთ შემთხვევაში ცესკოს წევრს ნიშნავს   ახალი პოლიტიკური სუბიექტი. მოსარჩელის განმარტებით,  პატრიოტთა ალიანსის წევრებმა დატოვეს პოლიტიკური გაერთიანება და ჩამოაყალობეს ახალი პოლიტიკური  სუბიექტი „ევროპელი სოციალისტები“. შესაბამისად მოქმედი წესით ცესკოს წევრს არა პატრიოტთა ალიანსი, არამედ   „ევროპელი  სოციალისტური“ პარტია დანიშნავს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ  მოქმედი წესი „პატრიოტთა ალიანსს“ დისკრიმინაციულ და არათანანარ პირობებში აყენებს იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც არჩევნების შემდეგ  გახდნენ პარლამენტის წევრები.  საკონსიტუციო სასამართლოში  სარჩელის განხილვა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი