"ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს

01 სექტემბერი 2021, 21:15 1571 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის - 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ საგანაგებო მიმართვისას განაცხადა. 

"19 აპრილის დოკუმენტში, მიუხედავად ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

"ნაციონალური მოძრაობა", ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!

"ნაციონალური მოძრაობა" ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ,,ქართული ოცნების'' ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო  ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან , რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი