ორმხრივი შეხვედრები

26 ნოემბერი 2016, 00:00 2359 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთანაც გამართა.  მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული განვითარების საკითხები განიხილეს; საუბარი სატრანსპორტო თანამშრომლობის თვალსაზრისით “აპის აზული”-ის პროექტის მნიშვნელობას შეეხო, რომელიც ავღანური მხარის ინიციატივით, ავღანეთიდან დასავლეთში სატრანსპორტო, სატრანზიტო და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეხვედრისას ავღანეთის პრეზიდენტმა რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირა და ავღანეთის საჯარო მოხელეების საქართველოს შესაბამის უწყებებში გადამზადების შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი.

ამავე კატეგორიაში