4 სექტემბრის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 13 სექტემბერს განაახლებს. თუმცა ეს სავარაუდოდ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსის გავრცელება იკლებს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გაჩვენეთ როგორ გაიზარდა ზეწოლა, მოთხოვნა მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებით საქალაქთაშოირისო ტრანსპორტზე.