დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით 1 184 306 ადამიანი აიცრა, ბოლო 24 საათში კი 25 670. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იმუნიზაციის პროცესი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მოწყობილ აცრის სივრცეში. 15:00 საათის მონაცემებით, აქ 130 ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა.
ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში 1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი, რაც - მოზრდილი მოსახლეობის 27.7% შეადგენს. სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი - მოსახლეობის 13.8%.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციას 3 ავტობუსი ჰყავს გამოყოფილი იმისათვის, რომ ვაქცინის მსურველი მოქალაქეები შესაბამის აცრის სივრცეში უფასოდ გადაიყვანონ. ავტოტრანსპორტის დირექტორის ინფორმაციით, მსურველთა რაოდენობა არ ისე დიდია.