ჩვენი თხოვნაა ორსულებთან, ნუ გადაავადებთ ვაქცინაციას - თამარ გაბუნია  

30 აგვისტო 2021, 14:32 1180 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ორსულებს და ექიმებს თხოვნით მიმართავს არ გადაავადონ აცრა და დროულად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. 

''ორსულების ვაქცინაციის საკითხი არის ერთ-ერთი რაზეც საბჭო მსჯელობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია იყოს აქტიური. ტრენინგები დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება აცრის შესახებ. საუბარია ''ფაიზერის'' ვაქცინაზე'' - განაცხადა გაბუნიამ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდით 13-მდე ორსული ქალი გარდაიცვალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი