როდის დაიწყება სწავლა საკლასო ოთახებში - თამარ გაბუნიას განმარტება 

30 აგვისტო 2021, 14:21 4068 ნახვა

სასკოლო გარემოში სწავლის განახლება არის ყველასთვის ყველაზე სასურველი მოდელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და იუნისეფიც ამ მიდგომას მხარს უჭერს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ვიდრე ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება არ მოხდება, სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიღებენ. საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ. 

„ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება.

ასევე ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად ეპიდემიური მდგომარეობა და ვაცქინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა.

სკოლის დაწყების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ განათლების სამინისტროსთან. ასევე ეს  საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოზე და საბოლოო  გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახმოვანდება'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში