კორონავირუსით ბათუმში დედა-შვილი გარდაიცვალა

28 აგვისტო 2021, 15:04 2321 ნახვა

ბათუმში, კორონავიდუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ისინი ვირუსის გართულებებით კლინიკა "ბაუში" 30 ივლისს შეიყვანეს.

ორივე მათგანს ფილტვების მაღალი დაზიანება ჰქონდა, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გუშინ დედა, დღეს კი შვილი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ისევ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავ მაღალი. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი