არჩევნების გადადების მოთხოვნა გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში შედის - ირაკლი ღარიბაშვილი

26 აგვისტო 2021, 16:24 922 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების გადადების მოთხოვნა გაკოტრებული ოპოზიციის ინტერესებში შედის.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საერთო პროვოკაციაში ყველა გაერთიანდა, რადგან იციან, რომ მარცხდებიან.

''აზრი ეკარგება ბევრს, მათ შორის გახარიას პარტიას  უბრალოდ აზრი დაეკარგა.  რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“, რომელიც არის ყველაზე მთავარი დესტრუქციული, რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ ინტერესებში შედის სწორედ არჩევნების გადადება, რაც რა თქმა უნდა არ მოხდება.  არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი