გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში რვა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 აგვისტო 2021, 14:40 1159 ნახვა

კორონავირუსი დაუდასტურდათ პატიმრებს. გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით  8 მსჯავრდებულია ინფიცირებული.  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, მაგრამ უარყოფენ ინფორმაციას, კოვიდ-19-ის  სხვა საპატიმროებში  გამოვლენას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  ინფიცირებული პატიმრები  სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების მიზეზს ციხეში, როგორც გაბუნია ამბობს, ინფიცირების მიზეზი ერთ-ერთი თანამესაკნე გახდა, რომელიც მისი თქმით, საკარანტინო სივრციდან იყო გადაყვანილი, რამდენჯერმე გატესტილი კოვიდ 19-ზეც, თუმცა  მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი