''დელტა'' შტამი ორსულებში სწრაფად ვრცელდება და შედარებით რთულად მიმდინარეობს - თამარ გაბუნია 

26 აგვისტო 2021, 14:14 1531 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ''დელტა'' შტამი ორსულებში სწრაფად ვრცელდება და შედარებით რთულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, აუცილებელი პრევენცია, პირბადის ტარება, დისტანცია და ვაქცინაცია. ''ფაიზერით'' აცრა კი კლინიკებში ორსულებისთვის ხელმისაწვდომია.

თამარ გაბუნიას არ დაუკონკრეტებია რამდენი ფეხმძიმე ქალია ინფიცირებული და ქვეყანაში კოვიდით  რამდენი ორსული გარდაიცვალა. 

''ორსულებში დელტა შტამი ნამდვილად მეტი რისკი მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება სწრაფად მოხდეს რეაგირება. გართულებები უფრო უკავშირდება ბიოლოგიურ მაჩვენებლებს, რომელიც ორგანიზმს ორსულობის დროს აქვს. პირველი ტალღის პერიოდში საბედნიეროდ კორონავირუსის საწყისი შტამი მსგავსი ტიპი რეაქციებს არ იწვევდა და მინიმალური იყო ორსულების ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები. ''დელტა'' შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებთან მიმართებაში.

ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არასტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს ასევე სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მოკლე ხანში ამოქმედდება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით ცხელ ხაზს 15-22 რამდენიმე დღეში დაემატება ახალი სერვისი, რომელიც მეანაგინეკოლოგების კონსულტაციას მოიცავს. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად დამატებით რეკომენდაციებს გასცემენ. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, ორსულებზე, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი