ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება რჩება. ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე.
მოქალაქეების დიდი ნაწილი კოვიდსასტუმროებში არიან, მკურნალობენ ბინაზეც, ხოლო კლინიკებში 7ათას 356 პაციენტია მოთავსებული, მათგან 70% კი ჟანგბადდამოკიდებულია. ისევ 5 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული და 58 გარდაცვლილი.
ისევ სამნიშნაა ახალი შემთხვევები აჭარაშიც და ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული აჭარაშია.
უნდა ავიცრათ-ერთმანეთისთვის-ახლა სწორედ იმუნიზაციაში ხედავენ სპეციალისტები გამოსავალს.