ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გასული წლის ივნისში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დაკავებულს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ორ მოქალაქესთან ,რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ორივე პირს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთერთი დაჭრილი გარდაიცვალა.