გამოშვებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციით განვაგრძობთ. გამთენიისა ორ სხვადსხვა სოფელში 20 წლამდე ასაკის ხუთი მოქალაქე დააკავეს. არცერთი დაკავებულის ოჯახს არ სჯერა სუს-ის ვერსიის და უკვირთ უწყების მოტივი, რომელიც დაკავებას დაედო საფუძვლად. შიშობენ, რომ შესაძლოა მათ ბრალი იძულებით აღიარებინონ. სუს-ში კი ამბობენ, რომ ხუთივე დაკავებული „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრი იყო და სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებასაც გეგმავდნენ. რა გამოიძია სუსმა და რას ჰყვებიან ბრალდებულების ახლობლები-ქეთი კაცაძე გვეტყვის .