გიორგი ნონიაშვილი ბიუჯეტის უსარგებლო ფლანგვაზე საუბრობს

24 აგვისტო 2021, 14:31 1238 ნახვა

ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატობის  საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა უსარგებლო სახელმწიფო პროექტებსა და ბიუჯეტის უსარგებლო ფლანგვის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით,  ხელისუფლება წლების განმავლობაში ხარჯავს საბიუჯეტო თანხებს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელსაც ხალხისთვის ეკონომიკური და სოციალური ეფექტი არ აქვს.

ნონიაშვილმა კონკრეტული ფაქტები მოიყვანა და განაცხადა, რომ მალთაყვის სანაპიროს უფუნქციო ზოლზე ფოთის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯა,ზუგდიდის ყინულის მოედნის ორჯერ მშენებლობასა და დემონტაჟზე  8 მილიონი ლარი, ხარაგაულში ამფითეატრის რეაბილიტაციაზე  449 000 ლარი დაიხარჯა, მალევე კი მისი თქმით, შენობა ამორტიზებული გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი