პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი წარადგინა. როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება.
თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი პარტიიდან ბადრი ჯაფარიძე იქნება, ანუ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს.