საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის მიმართვა კოლეგებს. ირაკლი დარცმელიძე ინიციატივით გამოდის და საბჭოს წევრებს ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორებისა და ოპერატორების შტატში აყვანის საკითხზე მსჯელობას სთხოვს. საკითხი, როგორც ამბობს უკვე დააყენა დღის წესრიგში მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. იგი წინადადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადის ახალ დირექტორს ნათია კაპანაძესაც გააცნობს და კონსულტაციებს გაივლის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.