თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ საველე ჰოსპიტალში 200-მდე საწოლია მობილიზებული და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით.
კოვიდდეპარტამენტი მოწყობილია ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრის ბაზაზე.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე იქ მკურნალობას აგრძელებს 20 პაციენტი, რომლებიც საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან.