მიმდინარე კვირას ვიმსჯელებთ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც მესამე დოზით აიცრება - ეკატერინე ტიკარაძე

23 აგვისტო 2021, 12:07 1502 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.

„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.

რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი