საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 5200.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 56 753-ია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813 აცრა ჩატარდა. 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,94 პროცენტი.
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.