დაძაბული ვითარება ავღანეთში

21 აგვისტო 2021, 18:00 1060 ნახვა

ავღანეთში კვლავ არეულობაა. ქაბულის აეროპორტთან ქვეყნის დატოვების ათასობით მსურველია. ავღანეთში არსებული ვითარება იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს და ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ავღანეთის მომავალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად.

პენტაგონში კი აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ქაბულიდან 6 000-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს   ქვეყნის დატოვების ყველა მსურველის დასახმარებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი