მერაბ ღოღობერიძე და მისი ადვოკატი დაკავებას ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინტერესებს უკავშირებენ.
„კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია.
თუმცა როგორც გვითხრა, მერაბ ღოღობერიძე დარწმუნებულია, რომ დაკავების მიზეზი მისი მხრიდან ფინანსური პოლიციის აჭარის ხელმძღვანელის ბიზნესზე ღიად საუბარი გახდა.