აჭარაში კორონავირუსის 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 493 პაციენტი, გარდაიცვალა 3.
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 949 პაციენტი. მათგან მძიმეა 146-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 23.
ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 1 298 პირი, საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული 5.
აჭარის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 7 875 პირი.